Belive

ფერდინანდი: ბარსელონამ უემბლიზე გაკვეთილი ჩაგვიტარა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში კატალონიის "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდა. "ბლაუგრანამ" "ეშმაკებისგან" ქვა ქვაზე არ დატოვა და უშანსოდ დაამარცხა. იმ შეხვედრაში გვარდიოლას გუნდიდა თავი პედრომ, მესიმ და ვილამ გამოიჩინეს. "იუნაიტედიდან" კი უეინ რუნიმ. რიო ფერდინანდმა ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა ის ემოციები, რაც მატჩის დასრულების შემდეგ ჰქონდა: "ვიდექი და ვუყურებდი, თუ როგორ აღნიშნავდნენ მოგებულ ტიტულს. ჩემს გვერდით სქოულზი და გიგზი იმყოფებოდნენ. სამივე გაოგნებული და დამწუხრებული ვიყავით. არ ვიცოდით რა უნდა გვეთქვა. ხმა არავის ამოგვიღია, სიჩუმე ბოლოს მე დავარღვიე და ვთქვი - ბიჭებო თავს უხერხულად ვგრძნობ." შეგახსენებთ, რომ 2011 წლის შემდეგ "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში აღარ გასულა.

სხვა სტატიები