Belive

ფერდინანდი: "კაცებმა ბიჭები დაამარცხეს"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, რიო ფერდინანდმა, ტურინის "იუვენტუსთან" წაგებული თამაშის შემდეგ ყოფილი კლუბი გააკრიტიკა: "ამ მატჩში კაცებმა ბიჭები დაამარცხეს", - განაცხადა მან. მიუხედავად იმისა, რომ ტურინელები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, მათ მეტოქეს გოლის გატანის რეალური შანსი არ მისცეს და ანგარიშით 0:1 გაიმარჯვეს. შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერმა" ბოლო 6 მატჩში მხოლოდ 1 გამარჯვების მოპოვება შეძლო.

სხვა სტატიები