ფერდინანდი: “შესაძლოა აზარმა რეალში გადასვლა ინანოს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა ცენტრალურმა მცველმა, რიო ფერდინანდმა მადრიდის “რეალის” ახალწვეულზე, ედენ აზარზე ისაუბრა.

ფერდინანდის თქმით, აზარი მადრიდულ გრანდში გადასვლას ინანებს.

“როდესაც ახალ გუნდში გადადიხად, ისეთში, როგორიც რეალია, აუცილებლად ლიდერობა საკუთარ თავზე უნდა აიღო. ვფიქრობ, რომ ის რეალში არასწორ დროს გადავიდა. ეს ეხება ასაკს. გუნდი გადაბერებულია და გრძელვადიან პერსპექტივაში აზარს გაუჭირდება” – განაცხადა ფერდინანდმა.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარი “რეალში” გასულ ზაფხულს “ჩელსიდან” გადავიდა. ლონდონურ კლუბში ის 7 სეზონის განმავლობაში თამაშობდა და გუნდის ლიდერი იყო. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრას, “რეალმა” “პსჟ”-სთან 3:0 წააგო. აზარი კი ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა და განსაკუთრებული არაფერი უქნია.

(66)

ფერდინანდი: “შესაძლოა აზარმა რეალში გადასვლა ინანოს”

სტატიის ავტორი
-