Belive

ფერდინანდის მინიშნება - მესი ბარსელონას დატოვებს?!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბარსელონამ" "ბაიერნთან" უმძიმესი მარცხი განიცადა - 2:8. აღნიშნული თამაშის შემდეგ "ბლაუგრანაში" არსებულ პრობლემებზე ბევრი ადამიანი ისევ ალაპარაკდა. "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რიო ფერდინანდი ფიქრობს, რომ ლეო მესიმ, შესაძლოა, "ბარსა" დატოვოს. შეგახსენებთ, რომ არგენტინელ ფეხბურთელს კონტრაქტი კლუბთან მომავალ წელს ეწურება, ხოლო ფერდინანდის აზრით მესი სიტუაციის გამოსწორებას ვეღარ დაელოდება.
"კითხვა იმაშია, რას ფიქრობს ახლა მესი? სხვა ევროპულ გუნდებთან შედარებით გუნდის შემადგენლობა და შედეგები ძალიან განსხვავდება. აქვს კი მას დრო რომ დაჯდეს და მოიცადოს? ფეხბურთი სწრაფად ცვალებადი სპორტია და არ მგონია, მომდევნო 2 წლის განმავლობაში ლეოს დიდი ტიტულებისთვის ბრძოლა არ უნდოდეს," - ამბობს ფერდინანდი.

სხვა სტატიები