Belive

ფერდინანდმა მაგუაიერი გაკიცხა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა რიო ფერდინანდმა ამ პოზიციის დღევანდელ დამკავებელ ჰარი მაგუაიერზე ისაუბრა. ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ეროვნული გუნდის უკანახაზელი ბრიტანული ტელევიზიის ეთერში გააკრიტიკა. "სტანდარტული სიტუაციის დროს მეტოქის განეიტრალება ვინმეს უნდა დაევალოს. ჰარი, შენ კაპიტანი ხარ, შენი მოვალეობაა, რომ უბრძანო მოთამაშეებს თავიანთი ფუნქციების შესრულება. რას აკეთებდა ამ დროს მაგუაიერი?... არადა, ის შესანიშნავ პოზიციაში იყო, მშვენივრად ხედავდა თუ რის გაკეთებას აპირებდა თავდამსხმელი ვუდი. თუმცა, მან არ გაითვალისწინა ეს ყველაფერი და მეტოქეს ბურთზე თამაშის შესაძლებლობა მისცა. ასე თამაში არ შეიძლება. დაუშვებელია, რომ შემტევს ამხელა სივრცე და თავისუფლად გადაადგილების შანსი დაუტოვო. თუ ასეთი დონის თავდამსხმელს ერთ პატარა მომენტს შეუქმნი, ის აუცილებლად გაგიტანს, სწორედ ამიტომ დაისაჯა მაგუაიერი",-თქვა 41 წლის ინგლისელმა. "წითელი ეშმაკები" პრემიერლიგის 24-ე ტურში, "ბარნლისთან" 0:2 დამარცხდნენ და "ჩელსისთან" სხვაობის შემცირება ვერ მოახერხეს.  

სხვა სტატიები