Belive

ფერდინანდმა პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონის 4 საუკეთესო ცენტრალური მცველი დაასახელა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა - რიო ფერდინანდი, ინგლისის პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონის 4 საუკეთესო ცენტრალურ მცველს ასახელებს. ყველასათვის გასაკვირად, ფერდინანდის რჩეულთა შორის "მანჩესტერ სიტის" ორი ფეხბურთელი მოხვდა.
BT Sports-სთან საუბარში, რიო ფერდინანდმა აღნიშნა: "ვფიქრობ ანტონიო რუდიგერს გამორჩეული სეზონი ჰქონდა. საუკეთესო ცენტრალურ მცველებს შორის, რუბენ დიაშის, ჯონ სტოუნსისა და ჰარი მაგუაერის შემდედ, რუდიგერს დავასახელებდი. გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელის მისვლის შემდეგ, რუდიგერი "ჩელსის" დაცვის ბურჯად მოგვევლინა."
"არისტოკრატების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტომას ტუხელის დანიშვნის შემდეგ, ლონდონური გრანდის სათამაშო ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდა. განსაკუთრებით თვალსაჩინოა დაცვის უმაღლეს დონეზე თამაში, რის შედეგადაც "ჩელსიმ" სეზონის მეორე ნახევარში მხოლოდ 14 გოლი გაუშვა.

სხვა სტატიები