Belive

ფერდინანდმა ვან დაიკი გააკრიტიკა და გაშვებულ გოლში დაადანაშაულა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ და საფეხბურთო მიმომხილველმა რიო ფერდინანდმა ვირჯილ ვან დაიკი მწვავედ გააკრიტიკა. ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ბარსელონამ" სამი უპასუხო გოლი გაუტანა "ლივერპულს". მატჩის დასრულების შემდეგ, რიო ფერდინანდმა მერსისაიდელთა დაცვის ბურჯი, ვირჯილ ვან დაიკი გააკრიტიკა. "სუარესის გოლში დამნაშავე ვან დაიკია. სუარესი ვან დაიკს უნდა აეყვანა. 9 ნომერი, სწორედ რომ ვან დაიკის ასაყვანი იყო მაგრამ იგი სტატიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც იმ მომენტში დანაშაული აღმოჩნდა. ვან დაიკი მატიპის მხედველობა და სმენა უნდა ყოფილიყო და მიეთითებინა სად ემოძრავა. იმ შემთხვევაში თუ მატიპი ვერ გაანეიტრალებდა სუარესს - პოიციურად მის ასაყვან თავდამსხმელთან ვან დაიკი უნდა მისულიყო. დარწმუნებული ვარ იგი იმედგაცრუებულია", - აღნიშნა რიო ფერდინანდმა.

სხვა სტატიები