Belive

ფერგიუსონი, გვარდიოლა, მოურინიო, ანჩელოტი - ვინ არის ყველაზე ტიტულოვანი მენეჯერი?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"სანტიაგო ბერნაბეუზე", "ესპანიოლის" განადგურების (4:0) შემდეგ, მადრიდის "რეალი" ესპანეთის ლა ლიგის ტრიუმფატორი ნაადრევად გახდა. ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე მოპოვებული ჩემპიონობა, "ბლანკოსმა" საკუთარი გულშემატკივრის წინაშე იზეიმა. აღსანიშნავია, რომ "სამეფო კლუბმა" ესპანეთის ჩემპიონის 35-ე ტიტული მოიპოვა. კარლო ანჩელოტი გახდა პირველი მენეჯერი, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ლიგის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. (პრემიერ ლიგა, ბუნდესლიგა, ლა ლიგა, სერია A, ლიგა 1). "რეალის" ტრიუმფის შედეგად, ანჩელოტიმ ბრწყინვალე სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში 23-ე ტიტული მოიპოვა, რითიც ყველა დროის საუკეთესო მენეჯერთა შორის, სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი. 2019 წელს, გავლენიანმა ესპანურმა გამოცემამ ყველა დროის 8 ყველაზე ტიტულოვანი მენეჯერი გამოავლინა. გთავაზობთ MARCA-ს რეიტინგის განახლებას, რომელში მოსახვედრადაც, ანჩელოტის მხოლოდ 2 ტიტული აკლია. 8. ჟოზე მოურინიო (25 ტიტული) 7. ოტმარ ჰიტცფელდი (25 ტიტული) 6. ლუიშ ფელიპე სკოლარი (26 ტიტული) 5. იოკ შტეინი (26 ტიტული) 4. ვალერი ლობანოვსკი (29 ტიტული) 3. პეპ გვარდიოლა (31 ტიტული) 2. მირჩეა ლუჩესკუ ( 35 ტიტული) 1. სერ ალექს ფერგიუსონი (48 ტიტული)

სხვა სტატიები