Belive

ფერგიუსონი მანჩესტერის მძიმე სიტუაციაზე ალაპარაკდა!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, The Mirror-ის ცნობით, სერ ალექს ფერგიუსონმა კლუბის ხელმძღვანელობასთან ისაუბრა იმ საფრთხეზე, რომელიც დღეს "მანჩესტერ იუნაიტედის" გასახდელში დგას. გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სერ ალექსმა კლუბში არსებული სიტუაცია ცირკს შეადარა, ხოლო მძიმე დროების მთავარ დამნაშავედ პოლ პოგბა სცნო, რომლის დაბრუნებამაც ხელი შეუწყო კლუბში სიტუაციის არევას. მოურინიოსთვისა და პოგბასთვის სამწუხაროდ, ფერგიუსონი არაა ერთადერთი ვინც უარყოფით შედეგს მათ აბრალებს, ამავე აზრზეა კლუბის კიდევ ერთი ლეგენდა სერ ბობი ჩარლტონი, რომელსაც ექს-თავკაცის მსგავსად კლუბში გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის. როგორც The Mirror აღნიშნავს, გუშინდელი მარცხი "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ, საბოლოო წვეთი იყო, რის შემდეგაც ფერგიუსონმა და ჩარლტონმა გადაწყვიტეს რომ კლუბში ბევრი რამ არის შესაცვლელი.

სხვა სტატიები