Belive

ფერგიუსონი:"მეტყველების უნარი დავკარგე, სიტყვასაც ვერ ვამბობდი, ეს სრული საშინელება იყო"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა თავის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი გაიხსენა.  2018 წლის მაისის თვეში ფერგიუსონმა ტვინში სისხლჩაქცევა გადაიტანა. მისი მკურნალი ექიმის განცხადებით, ლეგენდარული შოტლანდიელის გადარჩენის შანსი მხოლოდ 20 პროცენტი იყო. ალექს ფერგიუსონი იხსენებს:
" ერთადერთი, რაც მახსოვს, არის როგორ დავეცი, ამის მეტი არაფერი მახსოვს, ყველაფერი ძალიან მოულოდნელად მოხდა. სიცოცხლე უბრალოდ შეწყდა და სიცარიელეში დავიკარგე. მეტყველების უნარი დავკარგე, ერთ სიტყვასაც კი ვერ ვამბობდი, ეს საშინელება იყო, აბსოლუტური საშინელება. ყველაფერი ჩემს თავში ხდებოდა, არ ვიცოდი საუბარს კიდევ თუ შევძლებდი ან მეხსიერება თუ დამიბრუნდებოდა. იმ დღეს ტვინში სისხლჩაქცევის 5 შემთხვევა მოხდა, აქედან 3 გარდაიცვალა და მხოლოდ 2 გადარჩა. მაშინ ხვდები, რომ გაგიმართლა და გაინტერესებს, კიდევ თუ შეძლებ, რომ მზის სხივი იხილო".
წარმატებული ოპერაციის შემდეგ ფერგიუსონმა საავადმყოფოში რამდენიმე დღე გაატარა, მასთან წამყავნი ლოგოპედი მუშაობდა და ცდილობდა ლეგენდარულ შოტლანდიელს მეტყველების უნარის დაბრუნებაში დახმარებოდა. საერთო ჯამში მკურნალობა 10 დღეს გაგრძელდა. ფერგიუსონს მეხსიერება მას შემდგე აღუდგა, რაც სწორად მეტყველების უნარი დაუბრუნდა.
" მეხსიერება რომ დამეკარგა, ჩემი ოჯახისთვის უმძიმესი დარტყმა იქნებოდა. შემზარავია იმის გაფიქრება, რომ სახლში უნდა ვმჯდარიყავი და წარმოდგენა არ მქონოდა, ვინ ვიყავი. ლოგოპედი ჩემთან მოვიდა და მითხრა, ჩამომეწერა ჩემი ოჯახის,  ჩემი  ფეხბურთის გუნდის წევრები. ის შეკითხვებს მისვამდა ცხოველებზე, ფრინველებზე, თევზებზე... ბოლოს და ბოლოს, 10 დღის შემდეგ, ჩემი ხმა დაბრუნდა".
შოტლანდიელმა სპეციალისტმა “მანჩესტერ იუნაიტედში” 26 ისტორიული წელი გაატარა, რა დროშიც მან გუნდთან ერთად 38 ტიტული მოიგო. სერ ალექს ფერგიუსონი “წითელ ეშმაკებში” 1986 წელს მივიდა და მას შემდეგ ისტორია დაწერა. “ოლდ ტრაფორდზე” გატარებულ ტიტულოვან პერიოდში 79 წლის სპეციალისტმა 13 პრემიერ ლიგის, 5 ინგლისის თასის და 2 ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიგო. 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ფერგიუსონმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. მან გადაწყვეტილება პრემიერ ლიგის მე-13 ტიტულის მოგებიდან სულ რაღაც ორ კვირაში მიიღო.  

სხვა სტატიები