Belive

ფერგიუსონი ოლდ ტრაფორდზე დაბრუნდა!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული შოტლანდიელი სპეციალისტი, სერ ალექს ფერგიუსონი დღეს "ოლდ ტრაფორდზე" გასამართ მატჩს დაესწრება, სადაც ადგილობრივი "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვულვზს" დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ სერ ალექსს რამდენიმე თვის წინ თავში სისხლჩაქცევა დაუფიქსირდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს და როგორც ფოტოზე ვხედავთ ფერგიუსონი სრულ მზადყოფნაშია და დღევანდელი მატჩის საყურებლად ემზადება. შოტლანდიელი მწვრთნელი "წითელ ეშმაკებს" 1986 წლიდან 2013 წლის ჩათვლით წვრთნიდა და მათთან ერთად უამრავი ტიტულიც მოიგო, მათ შორის 13-ჯერ პრემიერლიგა და 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.

სხვა სტატიები