Belive

ფერგიუსონი სოლსკიაერით აღფრთოვანებულია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი, გუნდის ამჟამინდელი თავკაცის და მისი ყოფილი შეგირდის შედეგებით აღფრთოვანებულია. ამ ინფორმაციას ბრიტანული პრესა რენე მალესტინზე დაყრდნობით აცხადებს. რენე მალესტინი, "წითელი ეშმაკების" სამწვრთნელო შტაბში შედიოდა, იგი 2007 წლიდან 2013 წლამდე ლეგენდარული შოტლანდიელის თანაშემწე იყო და ფერგიუსონთან მეგობრობას დღემდე ინარჩუნებს. "სერ ალექსი აღფრთოვანებულია სოლსკიაერით, ის ძალიან გახარებულია რომ გუნდი თამაშობს იმ ფეხბურთს, რომელიც მას ძალიან მოსწონს. ფერგიუსონი ყოველთვის ეუბნებოდა თავის ფეხბურთელებს, რომ თუ ისინი მოხიბლავდნენ თავისი თამაშით მას, მაშინ მაყურებელსაც მოხიბლავდნენ" - განაცხადა რენე მალესტინმა. შეგახსენებთ, ნორვეგიელმა სპეციალისტმა "მანჩესტერი" გასული წლის დეკემბერში ჩაიბარა და ჩატარებულ 13 მატჩში 11-ჯერ იმარჯვა, ერთი მატჩი ფრედ დაასრულა, ერთში კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში დასანანი მარცხი იწვნია.

სხვა სტატიები