Belive

ფერგიუსონი სუპერ ლიგაზე: "ფეხბურთი 70 წლით უკან დაიხევს"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის სუპერ ლიგის შესახებ კომენტარი გააკეთა ლეგენდარულმა შოტლანდიელმა სპეციალისტმა, სერ ალექს ფერგიუსონმა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი ახალი ტურნირის წინააღმდეგია.
"სუპერ ლიგაზე საუბარი ნიშნავს ევროპული ფეხბურთის 70 წლით უკან დახევას. როგორც ფეხბურთელმა და მოგვიანებით როგორც მწვრთნელმა, "აბერდინთან" ერთად ევროპის თასების მფლობელთა თასი მოვიგე. შოტლანდიის პატარა პროვინციული კლუბისთვის ეს ევერესტზე ასვლას ჰგავდა. გულშემატკივარს ეს ტურნირი მოსწონს ისეთი, როგორიც ახლა არის. "იუნაიტედში" მუშაობის დროს ჩემპიონთა ლიგის 4 ფინალი ვითამაშეთ და ყოველი საღამო ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი იყო. ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ამბიციით "ევერტონი" სტადიონისთვის 500 მილიონ ფუნტს ხარჯავს. რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედს", არ ვიცი, მონაწილეობს თუ არა ის პროცესებში. გუნდის გადაწყვეტილებებში მონაწილეობას არ ვიღებ," - თქვა ფერგიუსონმა.
 

სხვა სტატიები