Belive

ფერგიუსონის აზრით, პრემიერ ლიგას ლივერპული მოიგებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული შოტლანდიელი სპეციალისტი, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი პრემიერ ლიგის მოგებას "ლივერპულს" უწინასწარმეტყველებს. აღნიშნული ინფორმაცია "ბარნლის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯონათან უოლტერსმა გაავრცელა. მისი თქმით, ფერგიუსონის საუბარი მოისმინა, რომელიც ტრიბუნაზე მის გვერდით იჯდა და სერ ალექსმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ სიტის" თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ უწევს თამაში და "იუნაიტედი" თანაქალაქელებს ქულას აუცილებლად დააკარგვინებს. შეგახსენებთ, რომ "ლივერპულს" 85 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ "სიტის" 2 ქულით უსწრებს. პეპ გვარდიოლას ფეხბურთელებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

სხვა სტატიები