Belive

ფერგიუსონის პირველი 10 ტრანსფერი მანჩესტერში

4 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედში" სერ ალექს ფერგიუსონის ერა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, "წითელ ეშმაკებში" გატარებული პერიოდის განმავლობაში კი ლეგენდარულმა შოტლანდიელმა პრემიერლიგის 13 ტიტული მოიპოვა. ფერგიუსონის გუნდის ბოლო ტრიუმფი 2012/13 წლებშია, მას შემდეგ "იუნაიტედი" ტიტულთან ახლოსაც კი არ ყოფილა. ყველაფრის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ სერ ალექსს მანჩესტერში თავის დასამკვიდრებლად დრო დასჭირდა. მისი "იუნაიტედის" პირველი 6 სეზონი ყოფილ საფეხბურთო ლიგაში ასეთი იყო: მე-11, მე-2, მე-11, მე-13, მე-6 და მე-2 ადგილები. შემდეგ კი შეიქმნა პრემიერლიგა და დაიწყო ფერგის მანჩესტერის დომინაცია ინგლისში. კითხვა კი ასეთია: "როგორ მოახერხა ეს შოტლანდიელმა?"  Planet Football-მა  გაიხსენა ფერგიუსონის პირველი 10 ტრანსფერი "იუნაიტედში".

პეტ მაკგიბონი ფერგიუსონის პირველი ტრანსფერი მაკგიბონია. პეტის კარიერა "წითელ ეშმაკებში" ნამდვილი კოშმარია. ირლანდიელმა მცველმა ერთადერთხელ ითამაშა - ლიგის თასზე 1995 წელს "იორკ სიტის" წინააღმდეგ. "იუნაიტედმა" მატჩი 0:3 წააგო და მაკგიბონმა წითელი ბარათი მიიღო. დებიუტიდან 2 წელში ის "უიგანგში" გადავიდა.

690

დაიონ დუბლინი ფერგიუსონმა ალან შირერის გადაბირება არაერთხელ სცადა, თუმცა, საბოლოოდ, "კემბრიჯ იუნაიტედიდან" დაიონს დასჯერდა. ტრასფერიდან ერთ თვე არ იყო გასული, რომ ინგლისელმა ფეხი მოიტეხა. დუბლინის უმძიმესი ტრავმის შემდეგ სერ ალექსის ყურადღება ერიკ კანტონამ მიიპყრო.

ერიკ კანტონა თავდამსხმელის დაკარგვის შემდეგ "იუნაიტედმა" კანტონა 1.2 მილიონად დაიმატა "ლიდსიდან". შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრანგის ტრანსფერი ფერგიუსონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. კანტონამ მანჩესტერში გატარებულ 5 სეზონში 82 გოლის გატანა მოახერხა და კლუბს პრემიერლიგის 4 ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა. ერიკის კარიერაში იყო სამწუხარო მომენტებიც - წიხლი "კრისტალ პალასის" გულშემატკივარს და 9 თვიანი დისკვალიფიკაცია...

 

როი კინი 1993 წელს "იუნაიტედმა" ბრიტანული სატრანსფერო რეკორდი დაამყარა და როი კინი "ნოტინგემიდან" 3.75 მილიონ ევროდ შეიძინა. ტრანსფერმა ნამდვილად გაამართლა - ირლანდიელმა მცველმა 480 მატჩი ჩაატარა, გახდა გუნდის კაპიტანი და 7 ტიტული მოიპოვა.

გრემ ტომლინსონი ამ ფეხბურთელმა "იუნაიტედში" ერთადერთხელ, ლიგის თასზე ითამაშა "პორტ ვეილთან". ამის მიუხედავად, ტომლინსონმა 4-წლიანი კონტრაქტი ბოლომდე გამოიყენა მანჩესტერში.

დევიდ მეი ფერგიუსონმა მეი "ბლექბერნიდან" 1994 წელს გადმოიბირა. ინგლისელმა მცველმა "ოცნებათა თეატრში" 9 წარმატებული სეზონი ჩაატარა. დავიდი ძირითადი შემადგენლობის რეგულარული წევრი არ იყო, თუმცა მაი 1998/99 წლების სეზონის ტრებლში "იუნაიტედს" დაეხმარა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე საერთოდ არ უთამაშია და პრემიერლიგაში ნათამაშები წუთები მედალისთვის საკმარისი არ გამოდგა. თუმცა, ინგლისელი ლიგის თასის ფინალში სასტარტოში იყო.

ენდი კოული მორიგი ბრიტანული სატრანსფერო რეკორდი - "იუნაიტედმა" კოული "ნიუკასლიდან" 7 მილიონად შეიძინა (6 მილიონი და 1 მილიონად შეფასებული კიტ გილესპი "ნიუკასლს" ერგო). ინგლისელმა თავდამსხმელმა ინგლისში შესანიშნავი 7 წელი გაატარა, რა დროშიც 121 გოლი გაიტანა და გუნდის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პერიოდში მიიღო მონაწილეობა.

ნიკ კალკინი

ინგლისელი მეკარე საკამოდ საინტერესო რეკორდის მფლობელია - კალკინს პრემირლიგის ისტორიაში ყველაზე მოკლე დებიუტი აქვს. ნიკი დამატებით დროში შეიყვანეს მოედანზე, ბურთის თამაშში შეყვანისთანავე კი შეხვდედრა დასრულდა.

"ვგრძნობდი, რომ შანსის გამსოაყენებლად მზად ვიყავი, მაგრამ ბურთს დავარტყი თუ არა, სასტვენის ხმა გაისმა," - იხსენებს კალკინი.

მუხლის მძიმე ტრავმის გამო ინგლისელმა მეკარემ კარიერა 26 წლის ასაკში დაასრულა.

უილიამ პრუნიერი

როდესაც ძირითადი შემადგენლობის მცველები ვერ თამაშობდნენ, ფერგიუსონი უილიამს ამ შემთხევაში ათამაშებდა. მისი დებიუტი "ქპრ"-სთან შედგა, სადაც ქოულს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

პრუნიერის შემდეგ შეხვედრაში "იუნაიტედი" "ტოტენჰემთან" 1:4 დამარცხდა, ფრანგი მანჩესტერის ისტორიაში 6 ყველაზე ცუდ ფეხბურთელში დაასახელეს.

რაიმონ ვან დერ გოუვი ნიდერლანდელი მეკარე გუნდში რეზერვად მიიჩნეოდა - ჯერ შმეიხელის, შემდეგ ბოსნიჩისა და ბარტეზის დროს. 6 წელში მან "იუნაიტედში" 60-ჯერ ითამაშა.

სხვა სტატიები