Belive

ფერგიუსონისეული ზღაპარი იტალიურად - მილანის იმედი 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მილანის" თავს ბოლო წლებში და განსაკუთრებით მიმდინარე სეზონში განვითარებული მოვლენების შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ საგრძნობი ცვლილებების გაკეთება გადაწყვიტა. პირველი ნაბიჯი ლეგენდარული ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნება იყო, რომელმაც გუნდში პირველი თამაში უკვე ჩაატარა კიდეც. როგორც ჩანს, შემდეგი ეტაპი მთავარი მწვრთნელის შეცვლა იქნება. სტეფანო პიოლისთან თანამშრომლობის დასრულების შემდეგ, "როსონერი" მასიმილიანო ალეგრის და მასთან ერთად ძველი დიდების დაბრუნება გეგმავს. "მილანში" სურთ, რომ "იუვენტუსის" ყოფილ მწვრთნელთან ხანგრძლივად ითანამშრომლონ, მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმონ და სერ ალექს ფერგიუსონის მსგავსად გუნდის საკადრის დონეზე დაბრუნებისათვის ერთად გრძელვადიანი პროექტი განახორციელონ. ალეგრი "შავ-წითლებში" 2010-14 წლებში მუშაობდა და ამ დროის განმავლობაში კლუბმა სკუდეტოსა და იტალიის სუპერთასის მოგება მოახერხა, გარდა ამისა, კლუბი ჩემპიონთა ლიგაში სტაბილურად გამოდიოდა. ამჟამად "მილანს" 18 ტურის შემდეგ, 22 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები