Belive

ფერნანდო ტორესმა იაპონიაში პირველი გოლი გაიტანა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იაპონური "საგან ტოსუს" ახალწვეულმა, ესპანელმა ფერნანდო ტორესმა გუნდში პირველი გოლის გატანა მოახერხა. Goal.com-ის ცნობით, ტორესმა გოლი "ვისელ კობეს" წინააღმდეგ გაიტანა, რომლის რიგებშიც კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ლეგენდარული ანდრეს ინიესტა თამაშობს. მატჩის დაწყებამდე ორი ესპანელი ერთმანეთს გასახდელში შეხვდა, რასაც ანდრეს ინიესტამ საკუთარ ოფიციალურ Instagram-ზე პოსტიც მოუძღვნა.

აღსანიშნავია, რომ აღნშნული გოლით ტორესმა იაპონურ საფეხბურთო ლიგაში 7-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.

სხვა სტატიები