Belive

ფერნანდუ სანტუში პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ფერნანდუ სანტუში პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი გახდება. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეები კონტრაქტზე შეთანხმებულები არიან და ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს საბოლოო დეტალებზე მართავენ.

პორტუგალიელი პოლონეთის ნაკრებთან 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

68 წლის სპეციალისტი პორტუგალიას 2014 წლიდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატი და ერთა ლიგა მოიგო.

სხვა სტატიები