Belive

ფერნანდუ სანტუში: "პორტუგალიამ გულშემატკივარი უნდა გაახაროს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა, ერთა ლიგის ეგიდით გასამართი მატჩის წინ განცხადება გააკეთა. "შვეიცარიის ნაკრებთან რთული მატჩი გველოდება. შვეიცარიელებს, ისევე როგორც ჩვენ, ბურთის ფლობა უყვართ. ასევე, ისინი ხშირად აკეთებენ მაღალ გადაცემებს და იყენებენ ისეთი ფეხბურთელების პოტენციალს, როგორებიც სეფეროვიჩი და შაჩირი არიან. პორტუგალიის მთავარი ამოცანა მათზე საკუთარი თამაშის თავზე მოხვევაა. ჩვენ სახლში ვთამაშობთ და მთელი გულით გვინდა გულშემატკივარის გახარება," აღნიშნა სანტუშმა.

სხვა სტატიები