Belive

ფაბიან ვარგასის ისტორია ლიონელ მესის შესახებ - არგენტინელი მოედნის გარეთაც ბრწყინავს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ალმერიას" ყოფილმა ფეხბურთელმა ფაბიან ვარგასმა ლა ლიგაში თამაშის დროს, ლეო მესის შესახებ ერთ-ერთი გამორჩეული ისტორია გაიხსენა. 2010 წელს, "ალმერიასა" და "ბარსელონას" შორის გამართული შეხვედრა კატალონიელებმა 8:0 მოიგეს, თუმცა 41 წლის კოლუმბიელისთვის ეს დღე მაინც დაუვიწყარი გამოდგა.
"2010 წელს "ალმერიაში" "ბარსას" წინააღმდეგ უნდა გვეთამაშა. მატჩამდე მეგობრებმა დამირეკეს და მთხოვეს, მათთვის ჩემი მაისური მიმეცა, რათა ის აუქციონზე გაეყიდათ და შეგროვებული ფულით არგენტინაში წყალდიდობით დაზარალებულებს დახმარებოდნენ. მქონდა იდეა, რომ თამაშამდე მესისთან მივსულიყავი, მდგომარეობა ამეხსნა და გამეგო, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ მისი მაისური მიმეღო. მაგრამ, 0:8 წავაგეთ და გაბრაზებული ვიყავი, მისი მაისურის აღება კი დამავიწყდა. თუმცა, "ალმერიას" სტიუარდი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ გასახდელში ვიღაცას ჩემი ნახვა უნდოდა. ოთახში მესი დავინახე, პატარა ჩანთით, მან მითხრა: "აიღე მაისურები შენი კოლექციისთვის." ჩავეხუტე და მადლობა გადავუხადე. მოგვიანებით, როდესაც ჩანთა გავხსენი, დავინახე, რომ იქ ალვეშის, პიკეს, ჩავისა და პუიოლის მაისურებიც იყო. არასდროს დამავიწყდება მისი ეს საოცარი ჟესტი," - იხსენებს ფაბიან ვარგასი.

სხვა სტატიები