Belive

ფიგუ: "მბაპე რეალს ბევრად გააძლიერებს, ის დიდებული შენაძენი იქნებოდა" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ლეგენდარული ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ "სამეფო კლუბის" შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს. ვეტერანი პორტუგალიელის აზრით "პსჟ-ს" თავდამსხმელი კილიან მბაპე "ბლანკოსებს" გააძლიერებს. "თუ ყველა შესაძლო თვისება გაქვს, მაშინ ასაკს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება. მთავარია, რომ იგი აგრძელებს წინსვლას და ცდილობს ყოველდღე უფრო უკეთესი გახდეს. ასეთი მიდგომით მბაპე შეძლებს მიაღწიოს იმას, რაც სურს. კილიანი ახალგაზრდა ფეხბურთელია და ამის მიუხედავად, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და ძვირადღირებულია. ის ისეთ გუნდშია, რომელსაც ფინანსური პრობლემები არ ჰქონია და ამიტომ არ ვიცი რამდენად რეალურია მისი შეძენა, თუმცა ის მადრიდის "რეალისთვის" დიდებული შენაძენი იქნებოდა, ის კლუბს გაცილებით გააძლიერებდა",-თქვა ფიგუმ. 21 წლის ტალანტს ამ სეზონში ყველა ტურნირზე 28 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი და 15 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები