Belive

ფიგუერენსეს ფეხბურთელმა ფანს ფეხი თავში ჩაარტყა (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ჩემპიონატის მე-4 ტურში "ფიგუერენსემ" შინ "ავაის" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მასპინძელთა ფეხბურთელი, ბრუნო სილვა მე-2 ტაიმში შეცვალეს. ბრაზილიელს "ფიგუერენსეს" ფანები აგინებდნენ, 33 წლის ნახევარმცველი კი მათ შეურაცხყოფას სხვადასხვა ჟესტით აყენებდა. "ფიგუერენსეს" ერთ-ერთმა ფანმა მოედანზე შეპარვა მოახერხა, რის შემდეგაც ის გუნდის მეკარემ წააქცია. მიუხედავად ამისა, ბრუნო სილვამ ქომაგს ფეხი თავში ჩაარტყა. აღნიშნული ადამიანი მომხდარის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

იხილეთ ვიდეო: 

სხვა სტატიები