Belive

ფიგუმ ბარსას ფანები კიდევ ერთხელ განარისხა, ტვიტერზე შეურაცხყოფების ტალღაა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვეტერანმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, ლუიშ ფიგუმ, "ბარსელონას" ფანები კვლავ განარისხა, ლეგენდარულმა მოთამაშემ თავისი განცხადებით ლეო მესის წაკბინა და კრიშტიანუ რონალდუ შეაქო, რამაც "ბლაუგრანას" ფანები კიდევ ერთხელ გააბრაზა და სოციალურ ქსელში მის მიმართ უამრავი ნეგატიური კომენტარი წამოვიდა. "სხვა ფეხბურთელებს პარტნიორები სჭირდებათ რათა საუკეთესოები იყვნენ, რონალდუს კი მხოლოდ ბურთი სჭირდება" - თქვა ფიგუმ. შეგახსენებთ, ფიგუ იმ ფეხბურთელთა სიაშია, რომელიც "ბარსელონადან" "რეალში" გადავიდა, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მტრული ნაბიჯი საუკუნის გარიჟრაჟზე, 2000 წელს გადადგა და "კამპ ნოუს" პუბლიკისგან არაერთი შეურაცხყოფაც მიიღო, ერთ-ერთი მატჩისას კი "რეალის" თეთრ ფორმაში გამოწყობილ ფიგუს, "ბარსას" ფანებმა ღორის თავი ესროლეს.

სხვა სტატიები