Belive

ფილ ნევილი დევიდ ბექჰემის კლუბს გაწვრთნის

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Theathletic-ის ცნობით ფილ ნევილი თანახმაა, რომ დევიდ ბექჰემის საფეხბურთო კლუბი "ინტერ მაიამი" ჩაიბაროს და მთავარი მწვრთნელის ამპლუაში წარსდგეს. ცნობის თანახმად ფილ ნევილი მომდევნო 24 საათის განმავლობაში ოფიციალურად დაინიშნება აღნიშნულ თანამდებობაზე. ფილ ნევილისათვის ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც მამაკაცთა საფეხბურთო გუნდს ჩაუდგება სათავეში - ინფორმაციისთვის, 2018 წელს ნევილი ინგლისის ქალთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი გახლდათ. ბექჰემის მიერ დაარსებული გუნდის სახელის გაგონებისას ფეხბურთის მოყვარულებს ასოციაცია მილანის “ინტერზე” გაუჩნდათ, თუმცა რეალურად, გუნდის დასახელების შერჩევისას აშშ-ის ესპანურენოვანი მოსახლეობაც არის გათვალისწინებული. გუნდის სრული საფეხბურთო სახელი ასეთია – Club Internacional de Fútbol Miami. 2010 წლის აღწერის მიხედვით, მაიმის მოსახლეობის 70%-ს ლათინო-ამერიკული წარმოშობის ადამიანები წარმოადგენენ და გუნდის დასახელება სწორედ ამ მიზეზით იყო განპირობებული. "ინტერ მაიამი" ამერიკული საფეხბურთო ჩემპიონატის აღმოსავლეთის კონფერენციაში ასპარეზობს, სადაც ამჟამად 24 ქულით, მე-10 პოზიციაზე იმყოფება.

სხვა სტატიები