Belive

ფილ ფოდენის მოძრაობა, რომელიც აჩვენებს, რომ მას ვარსკვლავური მომავალი აქვს (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში, "მანჩესტერ სიტიმ" "ბრაიტონი" - 1:0 დაამარცხა. შეხვედრაში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი 44-ე წუთზე ფილ ფოდენი გახდა. გარდა 3 ქულის მომტანი შედეგიანი დარტყმისა, ახალგაზრდა ინგლისელი მოედანზე არაერთი ეფექტური ქმედებით გამოირჩა და ყურადღების ეპიცენტრში მოექცა. ამის ერთ-ერთი მაგალითი ბრწყინვალე მოძრაობაა, რომლითაც მან მეტოქის ორ ფეხბურთელს თავგზა აუბნია და თვით ზინედინ ზიდანის საფირმო ილეთიც გაგვახსენა. 20 წლის ნახევარმცველმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც დაიმსახურა, თუმცა ამაზე ღირებული ალბათ ის სიტყვები იყო, რომლითაც იგი გარი ლინეკერმა შეამკო: "ბრწყინვალე ფილ ფოდენი ისევ უმატებს. მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა, ის უკვე გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. დიდებული ტალანტი". პეპ გვარდიოლას მორიგი აღმოჩენა ამ სეზონში "ქალაქელების" საუკეთესო ბომბარდირია, მან უკვე 8 გოლისა და 5 საგოლე გადაცემის მოგროვება მოასწრო, პრემიერლიგაში კი ეს 21-წლამდელ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

სხვა სტატიები