Belive

"ფინალამდე მხოლოდ გამარჯვებისთვის მოვედით" - თემურ ქეცბაიას ინტერვიუ სეზონის გადამწყვეტი მატჩის წინ 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ანორთოსისის" მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ სეზონის მთავარი და კვიპროსულ კლუბში თავისი ბოლო შეხვედრის წინ, გუნდში არსებულ განწყობაზე, მეტოქის ძალებზე, ტიტულის მოპოვების შანსებსა და ამ მატჩის მნიშვნელობაზე კვიპროსულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
"ეს არის ის, რაც ბევრჯერ განგვიცდია. ასეთ მომენტში პირველად არ ვიმყოფებით და როცა ასეთ თამაშში მონაწილეობის მიღების უფლებას მოიპოვებ, ემოციები ყოველთვის ერთგვარი გაქვს. ტიტულის მოპოვების სურვილი ძალინ დიდია.  ყოველთვის გაქვს პასუხისმგებლობა და ღელვა, რომ შეძლებ თუ არა კიდევ ერთხელ ტიტულის მოპოვებას. ჩვენ ფინალში მხოლოდ გამარჯვებისთვის ვმონაწილეობთ და ეს არის ჩვენი მიზანი წლევანდელ სეზონშიც.  "ოლიმპიაკოსი" ძალიან კარგი გუნდია. ის თასის ფინალშია, რადგან ამას იმსახურებს. ფინალში გასასვლელად კარგი გუნდი უნდა გყავდეს და ეს "ოლიმპიაკოსმა" მთელი წლის განმავლობაში დაამტკიცა. თასს ის გუნდი მოიგებს,  რომელიც მეტოქეზე მეტი გოლის გატანას მოახერხებს. თასის ფინალში ფავორიტი არ არსებობს. ამას მხოლოდ ის გვაჩვენებს, თუ რომელ გუნდს ექნება უკეთესი დღე. ვისთვისაც უკეთესი დღე გათენდება, ტიტულსაც ის გუნდი მოიგებს", - თქვა 53 წლის სპეციალისტმა KOP-თან ინტერვიუში.
კვიპროსის თასის ფინალი 15 მაისს გაიმართება და მასში თემურ ქეცბაიას, გიორგი ლორიას, მურთაზ დაუშილის, თორნიკე ოქრიაშვილის და ნიკა კაჭარავას "ანორთოსისი" ნიზოქიის "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება. ფამაგუსტურ კლუბს ტიტული 14 წელია არ მოუპოვებია და ევროსარბიელზეც არ უთამაშია (წინა სეზონამდე, ვიდრე ეს ქართველებთან ერთად არ მოახერხეს) და მაშინაც გუნდს სწორედ თემურ ქეცბაია თავკაცობდა.

სხვა სტატიები