Belive

ფინალის მასპინძელი ქალაქი შეიცვლება? - რუსეთს შესაძლოა პრესტიჟული მატჩის მასპინძლობის უფლება ჩამოერთვას

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული მედია-საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძელი ქალაქი შესაძლოა შეიცვალოს. აქამდე, დადგენილი იყო, რომ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 2021/22 წლების სეზონის გადამწყვეტი შეხვედრისთვის რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგს უნდა ემასპინძლა, თუმცა რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო, შესაძლოა მსოფლიოს ყველაზე დიდ ქვეყანას მატჩის მასპინძლობის უფლება ჩამოერთვას. ბრიტანულ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ 28 მაისს გასამართი შეხვედრის მასპინძელი "გაზპრომ არენას" ნაცვლად ლონდონის "უემბლი" იქნება. ჯერჯერობით უეფას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია, ხოლო რუსული მედია ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და წერს, რომ 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძელ ქალაქს ცვლილება არ ემუქრება.

სხვა სტატიები