Belive

ფინელი ფეხბურთელებისა და ფანების ღირსეულ საქციელს დანიის თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
EURO 2020-ზე, დანიისა და ფინეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის დროს მომხდარ ტრაგედიას, დანიის თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. შეხვედრის 41-ე წუთზე, დანიის ნაკრების ლიდერმა - კრისტიან ერიკსენმა, გულის შეტევა მიიღო და მოედანზე უგონოდ დაეცა. "პარკენზე" შეკრებილი პუბლიკა, დაახლოებით 40 წუთის მანძილზე აკვირდებოდა, როგორ იბრძოდნენ ექიმები კრისტიან ერიკსენის სიცოცხლის გადასარჩენად. უმძიმეს წუთებში, დანიელებთან ერთად, ფინელმა ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა სოლიდარობის ბრწყინვალე დემონსტრირება მოახდინეს. ფინელი ფეხბურთელებისა და ფანების ღირსეული საქციელი, დანიის თავდაცვის მინისტრს უყურადღებოდ არ დარჩენია, რომელმაც ფინელ კოლეგას ოფიციალური სამადლობელი წერილი გაუგზავნა.
ძვირფასო ანტი "გწერთ, რათა გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება კოპენჰაგენში გამართულ უმძიმეს შეხვედრაში, ფინელი ფეხბურთელებისა და ფანების მიერ გამოჩენილი კეთილშობილებისა და ღირსეული საქციელის გამო." "ჩვენი ფიქრები კრისტიან ერიკსენისა და მისი ოჯახისკენ არის მიმართული. გუშინ გამართული მატჩის უმძიმეს წუთებში, ფინელი ფეხბურთელებისა და ფანების ქმედება საოცრად ღირსეული და მისასალმებელია." "ამ ყველაფერმა "ჩრდილოელ" ხალხს შორის არსებულ მჭიდრო და მეგობრულ კავშირს, წარმოუდგენლად ლამაზი გზით, ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა. "გილოცავთ გამარჯვებას. ნამდვილად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეთ. ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ ფინეთის საფეხბურთო ნაკრებს საკმაოდ ძლიერი დაცვა ჰყავს." "მოუთმენლად ველი მომავალ თვეს ჰელსინკიში თქვენთან შეხვედრა." პატივისცემით ტრინე ბრამსენი 

vvngabng72571

სხვა სტატიები