Belive

ფიოდორ სმოლოვმა კარანტინი დატოვა და რუსეთში გაიქცა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიმდინარე სეზონის დასაწყისში რუსი ფეხბურთელი "სელტას" შეუერთდა და გულშემატკივრებს თავი საკმაოდ კარგად დაამახსოვრა. კორონავირუსის გამო ესპანეთში კარანტინია გამოცხადებული და აბსოლიტურად ყველა ფეხბურთელი პირნათლად ასრულებს მთავრობის მითითებებს. დღეს, სოციალურ ქსელში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სმოლოვმა კარანტინის წესები დაარღვია და რუსეთში გაიქცა, სადაც მას 18 წლის შეყვარებული ელოდა. თვითონ სმოლოვი კი 30 წლის გახლავთ. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსი ფეხბურთელის შეყვარებული, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბორის ელცინის შვილიშვილია. ჯერჯერობით უცნობია თუ რა სანქციებს დააკისრებს ვიგოური კლუბი, ფიოდორ სმოლოვს.

სხვა სტატიები