ფიორენტინა ვლაჰოვიჩს 100 მილიონ ევროდ აფასებს

“ფიორენტინას” თავდამსხმელი, დუშან ვლაჰოვიჩი ევროპული გრანდებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი არ იქნება.

იტალიური მედიის თანახმად, სერია A-ის საუკეთესო ბომბარდირს “ფიორენტინა” 100 მილიონ ევროდ აფასებს. რაც შეეხება მსურველებს, ვლაჰოვიჩის შეძენით არაერთი გუნდია დაინტერესებული.

“არსენალი”, “ტოტენჰემი”, “მანჩესტერ სიტი” და “იუვენტუსი” – ეს ის გუნდებია, რომლებიც ვლაჰოვიჩს დაუკავშირეს.

21 წლის დუშან ვლაჰოვიჩმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. ის “პარტიზანიდან” “ფიორენტინამ” 2018 წელს, 2 მილიონ ევროდ დაიმატა.

ფიორენტინა ვლაჰოვიჩს 100 მილიონ ევროდ აფასებს

სტატიის ავტორი
-