Belive

ფიორენტინამ გარდაცვლილი კაპიტნის ოჯახს €1.5 მილიონი გადაურიცხა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური მედიის ინფორმაციით, "ფიორენტინამ" ტრაგიკულად დაღუპული კაპიტნის, დავიდე ასტორის ოჯახს €1.5 მილიონი გადაურიცხა. დავიდე ასტორი 2018 წლის 4 მარტს, 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. "უდინეზესთან" გასამართი მატჩის წინ, ასტორი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს, მიზეზად გულის გაჩერება დასახელდა. პარასკევს "ფიორენტინამ" 2018 წლის ფინანსური ანგარიშები გამოაქვეყნა, სადაც ასტორის ოჯახისთვის გადარიცხული €1.5 მილიონიც არის ასახული. აღსანიშნავია რომ გასულ წელს "ფიორენტინას" შემოსავალი მნიშვნელოვნად, €189 მილიონიდან €110 მილიონამდე შემცირდა.

სხვა სტატიები