Belive

ფიორენტინამ შემცვლელი მოძებნა - მონტელა ნაღმზე ზის 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Football Italia-ს ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა მალე დაუბრუნდეს. სავარაუდოდ, 60 წლის სპეციალისტი "ფიორენტინას" თავკაცი გახდება. გამოცემის ვერსიით, "იების" ხელმძღვანელობა მიმდინარე სეზონში 12 ტურის შემდეგ მეცხრე ადგილზე ყოფნით უკმაყოფილოა და ვინჩენცო მონტელას გათავისუფლებას აპირებს, მისი შემცვლელი კი სავარაუდოდ, სწორედ "ინტერის" ყოფილი მესაჭე იქნება. კლუბი უკვე დაუკავშირდა სპალეტის და მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო. "ფიორეს" გარდა, სამომავლოდ სპალეტის გრძელვადიანი სამსახურით "მილანიც" დაინტერესებულია.

სხვა სტატიები