Belive

ფიორენტინას ახალი მწვრთნელი ჰყავს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ფიორენტინას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. ჯუზეპე იაკინის კლუბი ოფიციალურად 28 დეკემბერს წარადგენს, პირველ ვარჯიშს კი იტალიელი სპეციალისტი 29-ში, დავიდე ასტორის სპორტულ ცენტრში ჩაატარებს. რამდენიმე დღის წინ, "იებმა" ვინჩენცო მონტელასთან კონტრაქტი გაწყვიტეს, რომელმაც გუნდს წარუმატებელი მატჩების სერია ვერ გამოუსწორა. ბოლო წვეთი "მილანის" ყოფილი თავკაცის საქმეში "რომასთან" - 1:4 დამარცხება იყო. იაკინი წარსულში "სამპდორიას" "უდინეზეს" და "სასუოლოს" წვრთნიდა, ბოლოს ის ლევან მჭედლიძის "ემპოლის" ხელმძღვანელობდა, რომელიც 2019 წლის მარტში დატოვა. ფეხბურთელის კარიერის დროს იაკინიმ "ფიორეში" 5 წელიწადი გაატარა.  

სხვა სტატიები