Belive

ფიორენტინას ნაინგოლანის შეძენა სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური სპორტული მედიის თანახმად, "ფიორენტინას" ბელგიელი ნახევარმცველის, რაჯა ნაინგოლანის შეძენა სურს. ცნობილია, რომ რაჯა "ინტერის" მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის და შესაბამისად, მისი შეძენით რამდენიმე გუნდია დაინტერესებული. ყუმბარისებული დარტყმით ცნობილ ნაინგოლანს კარიერის გაგრძელება იტალიაში სურს - "ფიორენტინას" გამოჩენამდე, მასთან მოლაპარაკებას "კალიარი" აწარმოებდა, თუმცა დიდი ალბათობით, ბელგიელი ნახევარმცველი სარდინიაზე სათამაშოდ არ გადავა. "ფიორენტინას" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - როკო კომისოს განცხადებით, მის მთავარ მიზანს "ფიორენტინას" გაძლიერება და იტალიის ტოპ გუნდად ქცევა წარმოადგენს. ნაინგოლანის გარდა, "იები" ("ფიორენტინას" მეტსახელი) კევინ-პრინც ბოატენგითაც ინტერესდებიან, რომელმაც გასული სეზონი "ბარსელონაში" გაატარა.

სხვა სტატიები