ფიორენტინას სამმა ფეხბურთელმა კორონავირუსი დაამარცხა!

ბოლო პერიოდში იტალიიდან ბევრი პოზიტიური ამბავი არ გვესმის, რადგან იქ კორონავირუსი მძვინვარებს და სიკვდილიანობის მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან, თუმცა ახლა კარგი ამბავი უნდა გაცნობოთ.

“ფიორენტინას” ფეხბურთელებმა: პატრიკ კუტრონემ, ჟერმან პეზელამ და დუშან ვლაჰოვიჩმა, რომლებსაც რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი დაუდგინდათ, ამ ვირუსისგან სრულიად განიკურნენ. მათ გუშინ ტესტმა უარყოფითი პასუხი უჩვენა და დღეს ხელმეორედ ჩაიტარეს Covid 19-ის ტესტი, სადაც კვლავ უარყოფითი პასუხი მიიღეს.

ეს ფაქტი უკვე დაადასტურა თავად კლუბმაც: “გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩვენმა სამმა ფეხბურთელმა კორონავირუსი დაამარცხა და განიკურნენ. გვინდა ვისარგებლოთ მომენტით და მადლობა გადავუხადოთ იტალიელ ექიმებს, ექთნებს, საავადმყოფოს ყველა თანამშრომელს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ იტალიელი ხალხის გადასარჩენად”. – ნათქვამია განცხადებაში

(63)

ფიორენტინას სამმა ფეხბურთელმა კორონავირუსი დაამარცხა!

სტატიის ავტორი
-