Belive

ფიფა მსოფლიოს ჩემპიონატზე სათამაშო დროის 100 წუთამდე გაზრდას აპირებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2022 წლის ნოემბერში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, FIFA სათამაშო დროის 100 წუთამდე გახანგრძლივების შესაძლებლობას განიხილავს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია აღნიშნული საკითხის მიზეზად იმ ფაქტს ასახელებს, რომ სპორტის ამ სახოებაში სუფთა სათამაშო დრომ, ანუ იმ ეპიზოდებმა, როცა ბურთი თამაშშია და იგი სხვადასხვა მიზეზით არ ჩერდება, საგრძნობლად იკლო. სათამაშო ტემპის ვარდნის წინააღმდეგ ბრძოლას, ფიფაში მსაჯებისთვის დირექტივის მიცემის მეთოდით აპირებს, რის მიხედვითაც, არბიტრებმა შეხვედრას სულ მცირე 10 წუთი უნდა დაამატონ. CIES Football Observatory-ის თანახმად, ჩემპიონთა ლიგის მატჩების სუფთა სათამაშო დრო მხოლოდ 64,7%-ით, ხოლო პრემიერ ლიგაში მხოლოდ 62%-ით განისაზღვრება. როგორც ამბობენ, აღნიშნული იდეა პირადად ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს ეკუთვნის, რომლის საპრეზიდენტო ვადაც შემდეგ წელს იწურება და მას კენჭის ყრის უფლება კიდევ ერთი ვადით აქვს. ასევე, მის იდეას წარმოადგენს 2026 წლის მუნდიალისთვის, ფინალურ ეტაპზე გუნდების რაოდენობის 48-მდე გაზრდა.

სხვა სტატიები