ფიფამ 2020 წლის საუკეთესო მეკარის ტიტულის 6 ნომინანტი გამოავლინა

2020 წლის შემაჯამებელი დაჯილოდებისთვის, რომელიც 17 დეკემბერს, ონლაინ რეჟიმში უნდა გაიმართოს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სხვადასხვა ნომინაციები დაასახელა.

ფიფას ვერსიით, წლის საუკეთესო მეკარის ტიტულის მოპოვებას 6 გოლკიპერი იმსახურებს, რომელთა ჩამონათვალიც შემდეგნაირია: 

ალისონ ბეკერი – “ლივერპული” 

ტიბო კურტუა – მადრიდის “რეალი” 

კეილორ ნავასი – “პსჟ”

მანუელ ნოეიერი – მიუნხენის “ბაიერნი” 

იან ობლაკი – მადრიდის “ატლეტიკო”

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი – “ბარსელონა” 

ხმის მიცემის პროცესი, რომელშიც მონაწილეობის მიღება გულშემატკივარსაც შეუძლია, 25 ნოემბერს ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიწყება და 9 დეკემბერს დასრულდება.

(920)

ფიფამ 2020 წლის საუკეთესო მეკარის ტიტულის 6 ნომინანტი გამოავლინა

სტატიის ავტორი
-