Belive

FIFA-მ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატი დაამტკიცა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფორმატი უცვლელი დარჩება. ამის შესახებ FIFA-მ ოფიციალური განცხადება გააკეთა. აქამდე განიხილებოდა საკითხი, რომ მუნდიალზე გუნდების რაოდენობა 48-მდე გაეზარდათ, მაგრამ FIFA-მ გადაწყვეტა, რომ მოქმედი ფორმატი უცვლელი დაეტოვებინა და სავარაუდოდ, ცვლილებას ძალაში 2026 წლიდან შეიტანს, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატს ერთაბაშად სამი ქვეყანა, აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებს. ყატარში ტრადიციულად 32 ნაკრები ითამაშებს და 31 მონაწილე, მასპინძელი ქვეყნის გარდა, კვალიფიკაციის შედეგად გაირკვევა. საკვალიფიკაციო ეტაპი 2020 წელს დაიწყება და 2021 წლის ნოემბერში დასრულდება. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება და ეს იქნება პირველი მუნდიალი, რომელიც ზამთარში ჩატარდება.

სხვა სტატიები