Belive

ფიფამ მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
9 აპრილს ფიფამ განახლებული მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა. თუმცა, სიაში ახალი არაფერია, ვინაიდან არსებული ვითთების გამო, ბოლო კვირების განმავლობაში, არცერთ საფეხბურთო ნაკრებს არც ოფიციალური და არც ამხანაგური შეხვედრა არ გაუმართავს. საქართველოს ეროვნული გუნდი კვლავინდებურად 91-ე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება ერთა ლიგის ნახევარფინალში, ჩვენს მეტოქე ბელარუსის ნაკრებს, მათ 87-ე პოზიცია უკავიათ. საუკეთესო ათეული, რომელსაც ბელგია ლიდერობს, ასე გამოიყურება. 1. ბელგია 2. საფრანგეთი 3. ბრაზილია 4. ინგლისი 5. ურუგვაი 6. ხორვატია 7. პორტუგალია 8. ესპანეთი 9. არგენტინა 10. კოლუმბია

სხვა სტატიები