ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის მებრძოლი კანდიდატების მოკლე სია გამოაქვეყნა.
2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში წარდგენილნი არიან: ტიაგო ალკანტარა - მიუნხენის "ბაიერნი"/"ლივერპული"კრიშტიანუ რონალდუ - ტურინის "იუვენტუსი"კევინ დე ბრუინი - "მანჩესტერ სიტი" რობერტ ლევანდოვსკი - მიუნხენის "ბაიერნი"კილიან მბაპე - "პსჟ" ნეიმარი - "პსჟ" ლიონელ მესი - "ბარსელონა" სერხიო რამოსი - მადრიდის "რეალი" სადიო მანე - "ლივერპული"მოჰამედ სალაჰი - "ლივერპული" ვირჯილ ვან დაიკი - "ლივერპული"
ფიფას საუკეთესო დაჯილდოების ცერემონიალი 17 დეკემბერს, ონლაინ რეჟიმში გაიმართება. რაც შეეხება ხმის მიცემის პროცესს, ის 25 ნოემბერს დაიწყება და 9 დეკემბერს დასრულდება.
2019 წელს, საუკეთესოს წოდება "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების კაპიტანს ლიონელ მესის ერგო.