Belive

ფიფას 2019 წლის საბოლოო რეიტინგი 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოქვეყნდა. ფიფა/კოკა-კოლას წლის შემაჯამებელ და საბოლოო რეიტინგში განსაკუთრებული ცვლილებები არ არის. ფაქტობრივად, იმ რამდენიმე ნაკრების გარდა, რომელმაც დეკემბრის თვეში ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს, ცვლილება სხვა ეროვნულ გუნდებს არ შეხებიათ. შესაბამისად, საქართველოს ნაკრები 1267 სარეიტინგო ქულით 91-ე პოზიციას იკავებს. რაც შეეხებათ ერთა ლიგის ნახევარფინალში "ჯვაროსნების" მეტოქეს, ბელარუსი 87-ე ადგილზეა. პარალელურ წყვილში მყოფი ჩრდილოეთ მაკედონია და კოსოვო შესაბამისად 68-ე და 115-ე საფეხურზე არიან.

სხვა სტატიები