Belive

ფიფას განახლებული რეიტინგი: ერთი საფეხურით უკან 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
28 ნოემბერს, ფიფა-კოკა-კოლას განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთი საფეხურით დაბლა - 91-ე პოზიციაზე დაიწია. "ჯვაროსნებმა" ნოემბერში ორი შეხვედრა გამართეს: ერთი ოფიციალური (ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი) შვეიცარიასთან (0:1) და ერთიც ხორვატიასთან ამხანაგურად (1:2). ორი მარცხის შედეგად საქართველოს ლიბანის და კონგოს ეროვნულმა გუნდებმა გადაასწრო. ეროვნული გუნდი 91-ე ადგილს მადაგასკართან იყოფს. რაც შეეხება პირველ ათეულს, აქ გუნდები უცვლელია, თუმცა ხორვატიამ და პორტუგალიამ მეექვსე-მეშვიდე პოზიცია გაცვალეს. ყველაზე დიდი პროგრესი მიანმარის ნაკრებს აქვს, რომელმაც 11 საფეხურით მაღლა (134) აიწია, ყველაზე დიდი რეგრესი კი ნიკარაგუამ განიცადა, რომელიც 13 ადგილით დაბლა დაქვეითდა (150). რაც შეეხება ერთა ლიგის ნახევარფინალში ჩვენს მეტოქე ბელარუსს, ისინი რეიტინგში 87-ე ადგილზე იმყოფებიან.

სხვა სტატიები