Belive

ფიფას განახლებული რეიტინგი - რომელ ადგილზეა საქართველო დანიასთან მარცხის შემდეგ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისში ორი მატჩი გამართა. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ჯვაროსნებმა" ჯერ შინ გიბრალტარს მოუგეს (3:0), შემდეგ კი კოპენჰაგენში, დანიასთან განადგურდნენ - 1:5. აღნიშნულ თამაშებს საქართველოს ნაკრებისთვის FIFA-ს რეიტინგში, რომელიც დღეს განახლდა, დიდი გავლენა არ მოუხდენია. ქართველები კვლავ 94-ე პოზიციაზე არიან, თუმცა ივნისის სანაკრებო პაუზის შემდეგ, 1 ბალი დააკლდათ და 93-ე ადგილზე მყოფ კვიპროსს 3 ბალით ჩამორჩნენ. რაც შეეხება TOP 10-ს, იქ რამდენიმე საინტერესო ცვლილება მოხდა.

 

სხვა სტატიები