Belive

ფიფას განახლებული რეიტინგი: საქართველომ წინ წაიწია 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ფიფა/კოკა-კოლას განახლებულ რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა. ოქტომბერში, ეროვნულმა გუნდმა ორი შეხვედრა გამართა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორ მატჩში ჯვაროსნებმა ჯერ ირლანდიასთან უგოლო ფრე ითამაშეს, მერე კი გიბრალტარი 3:2 დაამარცხეს და 90-ე პოზიციაზე გადაინაცვლეს. ბელარუსის ნაკრები, რომელიც დიდი ალბათობით ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს დაუპირისპირდება, 4 პოზიციით დაქვეითდა და 86-ე ადგილს იკავებს. საინტერესოა, რომ ევროპულ ნაკრებებს შორის ყველაზე დიდი უკუსვლა (-8)  ირლანდიის ნაკრებს აქვს, რომელმაც თბილისიდან ქულა წაიღო და ამჟამად 36-ე ადგილზეა. ევროშესარჩევში დარჩენილი ერთადერთი მეტოქე, რომელსაც დეკემბერში დავუპირისპირდებით შვეიცარიაა, ისინი 2 პოზიციით ჩამოქვეითდნენ და მე-13 ადგილზე არიან.

სხვა სტატიები