Belive

ფიფას საუკეთესოს დაჯილდოება: როგორ გადანაწილდა საქართველოს ხმები?

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
2020 წლის ფიფას საუკეთესოს დაჯილდოება შედგა და სხვადასხვა ნომინაციებში რჩეულებიც ცნობილი გახდა. გაირკვა მთავარ ნომინაციაში გამარჯვებულიც - წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის წოდება რობერტ ლევანდოვსკიმ მოიპოვა, სამეულში კი ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ მოხვდნენ. საინტერესოა, თუ ვის მისცეს ხმა საქართველოს წარმომადგენლებმა. როგორც მოგეხსენებათ, ფიფას წლის გამოკითხვაში მონაწილეობას ეროვნული გუნდების კაპიტნები, მთავარი მწვრთნელები და მედიის წარმომადგენლები აძლევენ, საქართველოდან ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ჯაბა კანკავა - საქართველოს ნაკრების კაპიტანი: პირველი ადგილი - რობერტ ლევანდოვსკი მეორე ადგილი - ლიონელ მესი მესამე ადგილი - კრიშტიანუ რონალდუ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდს ამ მომენტისთვის მთავარი მწვრთნელი არ ჰყავს, "ჯვაროსანთა" თავკაცის რანგში არჩევანი U21 ნაკრების დამრიგებელმა და ვეტერანმა ქართველმა მცველმა ზურაბ ხიზანიშვილმა დააფიქსირა, რომელიც უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ბოლო ტურის მატჩში, ესტონეთის წინააღმდეგ ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდს რამაზ სვანაძესთან ერთად ხელმძღვანელობდა:  პირველი ადგილი - რობერტ ლევანდოვსკი მეორე ადგილი - კრიშტიანუ რონალდუ მესამე ადგილი - სერხიო რამოსი მედიის მხრიდან საკუთარი პოზიცია გაზეთ "სარბიელის" დამფუძნებელმა ზურაბ ფოცხვერიამ დააფიქსირა, რომლის შერჩეული სამეულიც ასეთია:  პირველი ადგილი - კრიშტიანუ რონალდუ მეორე ადგილი - კევინ დე ბრუინი ​მესამე ადგილი - რობერტ ლევანდოვსკი

სხვა სტატიები