Belive

ფიფას საუკეთესოს დაჯილდოება: ვის მისცეს ხმა მესიმ და რონალდუმ? 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
2020 წლის ფიფას საუკეთესოს დაჯილდოება შედგა და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა ვინაობაც გასაჯაროვდა. ცნობილია, რომ წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის წოდება რობერტ ლევანდოვსკიმ მოიპოვა. მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდმა სეზონში 55 გოლის გატანა მოახერხა და "რეკორდმაისტერთან" ერთად ტრიპლეტისა და ევროპის სუპერთასის მოგება მოახერხა. შესანიშნავი პერფორმანსის შემდეგ, პოლონელმა თავდამსხმელმა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მხარდაჭერა დაიმსახურა, მათ შორის ტურინის "იუვენტუსის" და პორტუგალიის ნაკრების ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს და "ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული გუნდის კაპიტნის ლიონელ მესის. საინტერესოა, როგორ გადანაწილდა თანამედროვეობის ორი საუკეთესო ფეხბურთელის არჩევანი. ლიონელ მესი:  პირველი ადგილი - ნეიმარი  მეორე ადგილი - კილიან მბაპე მესამე ადგილი - რობერტ ლევანდოვსკი  კრიშტიანუ რონალდუ: პირველი ადგილი - რობერტ ლევანდოვსკი მეორე ადგილი - ლიონელ მესი  მესამე ადგილი - კილიან მბაპე  აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუმ მხარი თავის მარადიულ მეტოქეს ლეო მესის დაუჭირა, ამ უკანასკნელმა კი პირველ პოზიციაზე ყოფილი თანაგუნდელი და მეგობარი ნეიმარი აირჩია. რაც შეეხება სხვა ნომინაციებს, მესისა და რონალდუს ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ფიფას საუკეთესო მწვრთნელი (გამარჯვებული - იურგენ კლოპი):  ლიონელ მესი:  1. ჰანს-დტერ ფლიკი 2. მარსელო ბიელსა 3. ხულენ ლოპეტეგი ​კრიშტიანუ რონალდუ:  1. ჰანს-დიტერ ფლიკი 2. ზინედინ ზიდანი 3. ხულენ ლოპეტეგი ფიფას საუკეთესო მეკარე (გამარჯვებული - მანუელ ნოიერი):  ლიონელ მესი:  1. კეილორ ნავასი 2. მანუელ ნოიერი 3. იან ობლაკი კრიშტიანუ რონალდუ:  1. კეილორ ნავასი 2. მანუელ ნოიერი 3. იან ობლაკი

სხვა სტატიები