Belive

ფირმინომ დაასახელა 3 მცველი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე რთულია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ლივერპულის'' თავდამსხმელმა, რობერტო ფირმინომ, დაასახელა მცველები, რომელთა წინააღმდეგ თამაში, მისი აზრით, ყველაზე რთულია:
,,ვირჯილ ვან დეიკი და ჯო გომესი... ,,ლივერპულის'' მეტოქეებს გულისხმობთ? არა, არა! ვან დეიკი და ჯო გომესი დავტოვოთ, მესამეს კი მოვიფიქრებ! არც კი ვიცი, მოდით, ტიაგო სილვას დავასახელებ,'' - განაცხადა ბრაზილიელმა.
რობერტო ფირმინო ,,ლივერპულში'' 2015 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელის ანგარიშზე ,,მერსისაიდელთა'' მაისურით ჩატარებულ 42 შეხვედრაში 6 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. 29 წლის თავდამსხმელს ინგლისურ გუნდთან ერთად პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აქვს მოგებული.

სხვა სტატიები