Belive

ფლეი-ოფი: თელავი ელიგას მიუახლოვდა, სიონმა უპირატესობით ვერ ისარგებლა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნულ ლიგაში ფლეი-ოფის შეხვედრები გაიმართა. ეროვნული ლიგა 2-ს მეორე და მესამეადგილოსანი გუნდები "თელავი" და "სამტრედია" ეროვნული ლიგაში ბოლოადგილოსანი "ვიტ ჯორჯიას" შემდეგ ორ ყველაზე ცუდი შედეგის მქონე გუნდს შესაბამისად "რუსთავს" და ბოლნისის "სიონს" დაუპირისპირდნენ. თელავში, გივი ჩოხელის სახელობის არენაზე გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა უმაღლეს ლიგაში 11-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. "თელავმა" საშინაო არენაზე გოლი არ გაუშვა 54-ე წუთზე, მიხეილ ბაშალეიშვილის ერთადერთი გოლის მეშვეობით გამარჯვება მოახერხა და ელიტას მიუახლოვდა. რაც შეეხება პარალელურად შემდგარ დაპირისპირებას, შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. ბოლნისში, "თამაზ სტეფანიაზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა სანახაობრივ ფეხბურთზე მეტი ბრძოლა იხილა. მასპინძლები ბურთს აკონტროლებდნენ და სახიფათო მომენტების შექმნას მთელი რესურსის გამოყენებით ცდილობდნენ, კახა კაჭარავამ კი აქცენტი სტუმრად გოლის არ გაშვებაზე გააკეთა და "სამტრედიამაც" სწორი დაცვის მეშვეობით საშინაო შეხვედრისთვის ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა. საპასუხო მატჩები 11 დეკემბერს, 13:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები