Belive

ფლიკი: "ბაიერნმა სტაბილურობა აღიდგინა"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
გერმანიის ჩემპიონატის მე-18 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" გასვლაზე "შალკეს" 0:4 მოუგო. აღნიშნულ შეხვედრაში ტომას მიულერმა დუბლი გაიფორმა, თავისი გოლები რობერტ ლევანდოვსკიმ და დავიდ ალაბამაც გაიტანეს. მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა.
" ზედიზედ წაგებული 2 შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვანი იყო, რომ გარკვეული სტაბილურობა დაგვებრუნებინა. 2 მატჩია, რაც კარის მშრალად შენახვას ვახერხებთ. ბედნიერი ვარ, რომ ბუნდესლიგის ბოლო სამ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმის აღება შევძელით. ჩემი გუნდის მიერ დღევანდელ შეხვედრაში ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ზოგიერთ კომპონენტში ბევრად უკეთესად შეგვეძლო თამაში". " ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილში უახლოეს მდევარს 7 ქულით ვუსწრებთ, რაც რასაკვირველია, უპირატესობას გვანიჭებს, მაგრამ მოდუნების დრო არაა. ყველა მომავლ შეხვედრას ისე უნდა მივუდგეთ, როგორც ეს ბოლო შეხვედრებში გავაკეთეთ. ჩვენი მიზანი ყოველთვის მაქსიმალური შედეგის მიღწევაა". " ახლა ჩვენ უნდა დავისვენოთ და "ჰოფენჰაიმთან" გასამართი მატჩისთვის მოვემზადოთ",- განაცხადა ფლიკმა
ზედიზედ ორი წარუმატებელი მატჩის შემდგომ, როცა "ბაიერნმა" ჯერ ბუნდესლიგაში "გლადბახთან" წააგო და შემდეგ თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა და გერმანიის თასიდან გამოვარდა, როგორც ჩანს, ფლიკის გუნდი ფორმაში დგება და სტაბილურობას იბრუნებს. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში "ბაიერნი" 18 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 42 ქულით პირევლ პოზიციაზე იმყოფება და უახლოეს მდევრას "ლაიფციგს" 7 ქულით უსწრებს.    

სხვა სტატიები