Belive

ფლიკი: "ეს მარცხი შოკისმომგვრელი იყო"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
13 იანვარს გერმანიის თასზე ერთმანეთს გერმანული გრანდი მიუნხენის "ბაიერნი" და "კილი" დაუპირისპირდნენ, სადაც ამ უკანასკნელებმა მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს. "ბაიერნი" შეხვედრას ბოლო წუთებამდე იგებდა, თუმცა კომპენსირებულ დროში "კილის" ფეხბურთელებმა წონასწორობა აღადგინეს, დამატებითი დრო მშრალად დასრულდა და საბოლოოდ პენალტების სერიის შედეგად, მომდევნო "ბაიერნი" ასპარეზობას გამოეთიშა. მატჩის დასრულების შემდეგ "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა კომენტარი გააკეთა:
"ეს მარცხი შოკისმომგვრელი იყო, ჩვენი მიზანი წლევანდელ სეზონშიც ტრებლის შესრულება გახლდათ, თუმცა ეს ასე არ მოხდა"  "კილის ფეხბურთელებმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს, შესანიშნავი იყო მათი მეკარე, პენალტების სერიაში კი ყველაფერი ხდება და როკას არაფერში ვადანაშაულებ" "ვეცდებით პრობლემები აღმოვფხვრათ და დარჩენილ ტურნირებზე მაქსიმალურად ვიქნებით ორიენტირებულნი", - აცხადებს ფლიკი.
 

სხვა სტატიები